საზოგადოება
25/03/2022

ასოციაცია "ანიკამ" ღია საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

"სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" პროექტის ფარგლებში ასოციაცია "ანიკა" ღია საგრანტო კონკურსს აცხადებს "სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში".

საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად: განმცხადებელმა თავდაპირველად უნდა წარმოადგინოს პროექტის მოკლე მონახაზი (ე. წ. concept note), ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გასული აპლიკანტი წარადგენს სრულ განაცხადს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 6 აპრილია, 18:00 საათი. 

პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.

ინფორმაციისთვის, ასოციაცია "ანიკა" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე –  https://drive.google.com/drive/u/0/folders/1_A6e-LFbh5gT65bhizxuWy0vm0VIaGXe

 

Businesspartner