საზოგადოება
13/10/2020

ასოციაცია: კერძო ბაღებში გადასახადი 20%-ით გაიზარდა

საქართველოს სკოლამდელ დაწესებულებებში, გარდა აჭარის რეგიონისა, სასწავლო პროცესი 12 ოქტომბერს აღდგა. აჭარის ბაგა-ბაღებში ფუნქციონირების განახლება 19 ოქტომბრიდან იგეგმება.

საქართველოს კერძო საბავშვო ბაგა-ბაღების ასოციაციაში საქართველოს მასშტაბით 180-მდე ბაღია გაწევრიანებული. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ასოციაციის წევრი ბაღების უმეტესობამ ფუნქციონირების განახლება უკვე შეძლო, 5% კი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის შემოწმების მოლოდინშია. მუშაობის აღდგენის უფლება უკვე მოიპოვა აჭარის ბაგა-ბაღების დაახლოებით 96%-97%-მაც.

პავლე ქალიაშვილის თქმით, ასოციაციის წევრ ბაგა-ბაღებში ყველა სტანდარტი დაცულია და დარჩენილი სკოლამდელი დაწესებულებებიც შეძლებენ მუშაობის აღდგენის ნებართვის მოპოვებას.

Covid პანდემიის გავლენისა და პროდუქტების გაძვირების გამო, ასოციაციის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღში გადასახადი 20%-ითაა გაძვირებული. თუმცა, პერსონალის შენარჩუნება ასოციაციის წევრმა ყველა სკოლამდელმა დაწესებულებამ შეძლო.

რაც შეეხება ბაღებში ბავშვების რაოდენობას, როგორც ასოციაციაში ამბობენ, შრომის უსაფრთხოების პროტოკოლში გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად, ბაღებში ბავშვების რაოდენობა განახევრებულია. ამასთან 30%-50%-მდეა შემცირებული მოთხოვნა მომხმარებლების მხრიდანაც.

მთავარი სიახლეები

ეკონომიკა

თბილისი-საგარეჯოს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა იწყება
01

23/10/2020
სოფლის მეურნეობა

საქართველოდან ევროპის ბაზარზე 300 ტონა ნედლი გირჩი გავა
02

20/10/2020
ბიზნესი

შეფი ლევან კობიაშვილი ხელისუფლებას სარესტორნო ბიზნესისთვის ბანკებთან შუამავლობას სთხოვს
03

20/10/2020
ბიზნესი

საგოს ქოხი - ხის სათამაშოების წარმოებიდან კოტეჯების და საბავშვო ატრაქციონების მშენებლობამდე
04

22/10/2020
ბიზნესი

ბათუმში “ალიანს ცენტროპოლისი” გაიხსნება - როგორი იქნება "ალიანს ჯგუფის“ ახალი პროექტი
05

20/10/2020
საზოგადოება

უსამსახუროდ დარჩენილთათვის 200 ლარიანი კომპენსაციების გაცემა გაგრძელდება
06

21/10/2020