საზოგადოება
10/06/2021

ავტომფლობელები "112-ის" 4 მლნ-იანი დავალიანებისგან გათავისუფლდებიან

ავტომფლობელებს „112“-ის წინაშე დაგროვილი დავალიანება ჩამოეწერებათ, - პარლამენტმა შესაბამისი კანონი უკვე დააამტკიცა.

ცვლილების თანახმად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დაცულ ავტოსადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე განთავსდა და დღემდე არ მომხდარა მათი გაყვანა, ერთჯერადად, 100 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საშუალება ეძლევათ, დაიბრუნონ საკუთარი ავტომობილი. ამასთან, მათ სრულად ჩამოეწერებათ „112-ის“ წინაშე დაგროვილი დავალიანება, რომლის საერთო ოდენობა, დღეის მდგომარეობით, 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.

შეღავათით სარგებლობას ავტომფლობელები კანონის ამოქმედებიდან 3 თვის განმავლობაში შეეძლებენ.

"4 მილიონ ლარამდე დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით.
გარდა ამისა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შეიქმნა სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანილი ავტომანქანების ადმინისტრირებისა და მათი სადგომიდან გაყვანის ეფექტიანი მექანიზმი, რაც სამომავლოდ გამორიცხავს მოქალაქეთათვის მსგავსი დავალიანების დაგროვების რისკებს", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ რელიზში.

„112“-ის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაა სატრანსპორტო საშუალებათა ევაკუატორით ან თავისი სვლით გადაადგილებისა და დგომის უზრუნველყოფა. ეს მიმართულება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანასა და აღნიშნულ სადგომზე მისი დგომის უზრუნველყოფას.

Businesspartner