საზოგადოება
24/03/2021

ბაქო-თბილისი-ყარსით TURKUAZ-ის ფარგლებში საკონტეინერო ექსპრეს გადაზიდვები იწყება

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, პროექტ TURKUAZ -ის ფარგლებში საკონტეინერო ექსპრეს- გადაზიდვები დაიწყება.

სააგენტო „ტრენდის“ მონაცემებით, ახალი ლოგისტიკური მარშრუტი ADY Container -მა, ქართველ და თურქ პარტნორებთან ერთად შეიმუშავა.

 საბარია ტვრითის ტრანსპორტირებაზე სტამბული-ბაქო -ს და  მერსინი- ბაქო-ს მიმართულებებზე. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ახალი პროექტი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ტვირთბრუნვის ზრდას შეუწყობს ხელს. 

გასულ კვირას, „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმაც ისაუბრა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართ არსებულ დიდ დაინტერესებაზე.

„იმის მიუხედავად, რომ ჯერ არ არის დასრულებული ამ სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროცესი, სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს გადაზიდვები და აქ საუბარია მხოლოდ სატვირთო გადაზიდვებზე. მაღალი რისკის შემცველი ტვირთის, მაგალითად, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა აკრძალულია. ტვირთბრუნვაში ზრდის მაღალი ტრენდია. თუ 2017 წელს გვქონდა დაახლოებით, წლიურად 2500 ტონა ტვირთი, 2020 წელი დავასრულეთ 252 ათასი ტონით. თუ შევადარებთ 2020 წელს 2019-ს დაახლოებით, 116% იყო მატება და წლის ბოლოს ვგეგმვთ, არსებული ტვირთბრუნვის 2-ჯერ გაზრდას“, - განაცხადა დავით ფერაძემ.

დავით ფერაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2022 წლის ბოლოს ასახელებს.

Businesspartner