საზოგადოება
22/06/2020

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქი შენდება

ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომაროვის სკოლის ფილიალის სასწავლო კორპუსის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა.

კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალი თანამედროვე შენობაში იქნება. მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა 250 მოსწავლეზე იქნება გათვლილი.

სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში, აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

აჭარის მთავრობის ცნობით, ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის კონცეფცია ასევე ითვალისწინებს კომაროვის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პროფესიული სასწავლებელის „ბლექსის“, მულტიფუნქციური ცენტრისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობას.

განათლების ქალაქში სახელოვნებო სკოლის მშენებლობა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელოვნებო სკოლის პროექტირება. განათლების ქალაქის პროექტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

Businesspartner