საზოგადოება
24/07/2020

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი მკაცრდება

ბაზრებსა და ბაზრობებზე დაწესებული მოთხოვნები მონიტორინგის მიმართულებით მკაცრდება.

ბაზრობების მენეჯერები აცხადებენ, რომ პრემიერის განცხადების შემდეგ შესაბამისი სამსახურები მათ დაუკავშირდნენ და დაწესებული რეგულაციების მონიტორინგის გამკაცრება მოსთხოვეს.

საქმე ეხება ბაზრობების ტერიტორიაზე პირბადეების ტარების მოთხოვნას, თერმული სკრინინგისა და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობას.

თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე გაკეთდა. მიზეზი ბოლო დღეებში კოვიდ19-ის გახშირებული შემთხვევებია.

 

 

 

ფოტო: 1tv.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები