საზოგადოება
04/05/2021

"ბუას ნუ შევქმნით, ვაქცინები მეტ-ნაკლები ეფექტურობით მუტირებულ შტამებსაც ფარავენ"

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნაწილობრივ ე.წ ბრიტანულ და ინდურ შტამებზეც მოქმედებს. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ამ თვალსაზრისით სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

"ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით. თვითონ ინოდეთში ძლიერი ეპიდემიოლოგიური აფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არაა გამოწვეული. იქ პრევალირებს ბრიტანული შტამიც. ის ე.წ ორმაგი მუტაცია, რასაც ინდურ შტამს ეძახიან, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არის უმცირესობაში. უმრავლესობაში არის ე.წ ბრიტანული შტამი. რა თქმა უნდა, ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო ბუას ნუ შევქმნით. ვაქცინები მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ ამ მუტირებულ შტამებსაც",- განაცხადა გამყრელიძემ.

მთავარი სიახლეები