საზოგადოება
13/10/2021

ბუსტერდოზით აცრა უკვე შესაძლებელია 

იმუნიზაციის საბჭომ კოვიდვაქცინირებულებისთვის ბუსტერ დოზა დაუშვა. ცვლილება „COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში შევიდა, რომელიც უკვე ძალაშია. 

ბრძანების თანახმად: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამატებითი (ბუსტერ) დოზით აცრა ჩაუტარდება ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან კოვიდის დაავადების მძიმე გართულებების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებს, მათ შორის: 

50 წლის და უფროსი ასაკის პირებს;     

ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მცხოვრებ 16 წელზე მეტი ასაკის პირებს, მათ მომვლელებს და დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს;

სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული 16 წელზე მეტი ასაკის პირებს (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად);

სამედიცინო პერსონალს;

16-დან 49 წლის ჩათვლით ასაკის პირებს, ქრონიკული დაავადებებით.

დოკუმენტში წერია, რომ ბუსტერდოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 6-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ-დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა, თუ დაშვებულია ვაქცინის მწარმოებლის მიერ.

ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა ამცრელ დაწესებულებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით უნდა მიმართონ. 

Businesspartner