საზოგადოება
13/11/2020

ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერები დასუფთავდა

შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა კონტეინერების დასუფთავება დაიწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, კონტეინერების შიდა კარკასი,  სანიაღვრე მილები და ზედაპირი ე.წ. კერხერის აპარატით მოირეცხა.  

დასუფთავების სამუშაოებს კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ფაჩულია გაეცნო.

ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი გაიწმინდა. მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ პერიოდულად, სამ თვეში ერთხელ ჩაატარებს.

გარდა ამისა, დედაქალაქის მასშტაბით, დეზინფექცია ასევე, უტარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

 

 

 

Businesspartner