საზოგადოება
13/09/2021

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა 2022 წლიდან დაინერგება

ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის დანერგვა 2022 წლიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განმარტა, სისტემის მთავარი მიზანი იქნება გზებზე უსაფრთხოების ზრდა, საცობების და მგზავრობის დროის შემცირება, გადაადგილების სიჩქარის ზრდა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

“მისი მთავარი უნარია, გზებზე სატრანსპორტო ნაკადებთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება და დამუშავება, პრობლემური კვანძების დარეგულირების მიზნით სპეციალური რეჟიმების და გადაწყვეტების შემუშავება, მისი ანალიზი სხვადასხვა სატრანსპორტო კვანძებთან კავშირში, რაც ნიშნავს - კონკრეტული გადაწყვეტის შესწავლა, თუ რა გავლენას გამოიწვევს სხვა სატრანსპორტო კვანძებთან მიმართებით და ოპტიმალური რეჟიმის ავტომატურ რეჟიმში განხორციელება. სისტემას შეუძლია მოულოდნელი ინციდენტების და საცობების იდენტიფიცირება, მათი დარეგულირების და განეიტრალების მიზნით ავტომატურ რეჟიმში სპეციალური რეჟიმის შექმნა და მისი განხორციელება“,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ. 

მისი თქმით, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის უნარია ასევე სპეციალური ტრანსპორტის იდენტიციფიცირება, როგორიცაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო ტრანსპორტი, მათი პრიორიტეტიზაცია და სპეციალური დერეფნების გათავისუფლება მათი სწრაფად გადასაადგილებლად. 

 

 

Businesspartner