საზოგადოება
23/07/2020

COVID-მა ვაკანსიები შეამცირა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში დასაქმების სფეროში მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო. რეგულაციების შემსუბუქების მიუხედავად ვაკანტური ადგილების რიცხვი კვლავ დაბალია. როგორც HR.GE- ში ამბობენ, პანდემიის პერიოდთან ერთად დამსაქმებლების მხრიდან პასიურობას ხელი შეუწყო სეზონურობამ.

„ძალიან დიდი კლება იყო კომენდანტის საათის პერიოდში, ეს ყველაზე მეტად შეეხო ტურიზმის სფეროს, სასტუმროებსა და კვების მომსახურებას. შედარებით აქტიურობს გაყიდვების მიმართულება, როგორც საცალო სადისტრიბუციო გაყიდვები ან სადისტრიბუციო სფეროს კომპანიები, ასევე ზოგადი გაყიდვები, ქოლცენტრის მიმართულებით და ა.შ.“ – ამბობს HR.GE-ს წარმომადგენელი მანჩო დალაქიშვილი.

მსოფლიოში პანდემიის პირობებში უამრავი მსხვილი კომპანია გაკოტრდა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კარგავს სამუშაო ადგილს.

Businesspartner