საზოგადოება
15/09/2021

დემოგრაფიული მაჩვენებლები მინუსებში - საქართველოში იანვარ-ივნისში 21 839 ბავშვი დაიბადა

საქართველოში დემოგრაფიული მაჩვენებლები მცირედ მინუსებს აჩვენებს.

2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა, რაც 303 ბავშვით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი, რაც 2 373 ადამიანით მეტია ვიდრე 2020 წლის პირველ ნახევარში.

2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა.

ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195) 2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 163 და განქორწინების 4 675 შემთხვევა.

Businesspartner