საზოგადოება
04/05/2021

დეპუტატები, მინისტრები, ტურიზმის სექტორი, მძღოლები, კონტროლიორები - ვაქცინაციის ჯგუფი ფართოვდება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშოროი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. 

ამასთან, მისი თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

გიორგი ღირბაძის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ. მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომელიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს ახლო მომავალში წარედგინება. 

მთავარი სიახლეები