საზოგადოება
18/11/2020

დიდ დიღომში განათლების პროფესიული ჰაბის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

დიდ დიღომში  განათლების დიდი პროფესიული ჰაბი ე.წ Center of Excellence აშენდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ფარცვანიამ განუცხადა, პროექტი „განათლების ქალაქის“ ფარგლებში ხორციელდება.

საკონსულტაციო კომპანიის შერჩევის პროცესი მიმდინარე წელს დასრულდება, პროექტირება მომავალი წლის დასაწყისში, მშენებლობა კი გაზაფხულზე  დაიწყება.

„სააგენტო ახორციელებს კიდევ სხვადასხვა პროექტს, მათ შორისაა, ხაშურში,ბორჯომში, წყალტუბოში და ზუგდიდში, რომელთა ჯამური ღირებულება  დაახლოებით 30 მილიონი ლარია. პროექტის ფარგლებში შენდება თანამდროვე ტიპის კამპუსები.  კასპში, მარნეულში მშენებლოები დასრულებულია.

სააგენტოს ინიციატივით ასევე მიდის 26 სხვადასხვა ტიპის სახელოსნოს მშენებლობაც, ამაში შედის ავტოსახელოსნოები, გზების მშენებლობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა(კადრის მომზადება) და ა.შ“-აღნიშნავს ფარცვანია.

შეგახსენებთ, სააგენტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირია და მისი მიზანი საქართველოს განათლების სისტემაში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრებაა.

 

Businesspartner