საზოგადოება
07/11/2020

დიდ ქალაქებში კერძო ბაღებიც დაიხურება

ორშაბათიდან კერძო ბაღებიც დაიხურება, - გადაწყვეტილება უწყებათშორისმა კომისიამ დღეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისიწნებით მიიღო.

შეზღუდვები დიდ ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ამოქმედდება

შეგახსენებთ, რომ თბილისის საჯარო ბაღებში აღსაზრდელები უკვე 4 ნოემბრიდან აღარ დადიან.

აღსანიშნავია, რომ ორშაბათიდან ასევე იზღუდება ამავე ქალაქებში ღამის საათებში გადაადგილება. გარდა ამისა, ამოქმედდება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება.

 

Businesspartner