საზოგადოება
03/11/2020

დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციური რეჟიმი ნარჩუნდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება.

მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება.

„აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები ასევე აგრძელებენ იმ რეჟიმში რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

Businesspartner