საზოგადოება
17/02/2023

დიდთოვლობის გამო საქართველოს რკინიგზა მოსახლეობას აფრთხილებს

დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შესაძლო შეფერხებებზე აფრთხილებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული,  მზად არიან, სურვილის შემთხვევაში მგზავრებს ბილეთების საფასური.

"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა ჰქონდეთ შეფერხებები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება.

Გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.
Გთხოვთ გაითვალისწინოთ შექმნილი გარემოება - ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!,"-ნათქვამია განცხადებაში.

 
Businesspartner

მთავარი სიახლეები