საზოგადოება
16/03/2020

“დიჯითალ ედსი” ჯანდაცვის სამინისტროს სარეკლამო ბადეს უფასოდ სთავაზობს

კომპანია “დიჯითალ ედსი” და მის ჰოლდინგში შემავალი ყველა ვებგვერდი imovies, adajaranet, myvideo, amindi – COVID – 19 ვირუსის პრევინციის მიზნით იწყებს საინფორმაციო კამპანიას ,,სანახავი ჯერ კიდევ ბევრი გაქვს” , რომლის ფარგლებშიც კომპანიის ყველა ვებგვერდზე განთავსდება რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, თუ როგორ დავიცვათ თავი სახიფათო ვირუსისგან.

ამასთან ერთად, “დიჯითალ ედსი” სრულიად უსასყიდლოდ სთვაზობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლეობის ინფორმირებისთვის თავის სარეკლამო ბადეს.

სარეკლამო კომპანიამ Digital Ads 2012 წელს დაარსდა და დღესდღეობით ციფრული რეკლამის ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია და ბაზრის წილის დიდი ნაწილი აქვს ათვისებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები