საზოგადოება
01/06/2021

"ეპიდაფეთქების რისკი უნდა დავაზღვიოთ" - საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება

საქართველოს საზღვარზე შემოსულ ადამიანებზე კონტროლი გამკაცრდება. 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდე სხდომაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი რეკომენდაციები გაჟღერდა, რომელიც ძალაში 2 კვირაში შევა. თუმცა, მან რეკომენდაციების დეტალებზე ჯერ არ ისაუბრა. 

“ყველა შემოსულ ადამიანზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს. მხედველობაში მაქვს ორჯერადად აცრის შემდეგ დაემატა კიდევ “პისიარ“ ტესტი. ასევე, ჩამოსვლიდან მესამე დღეს კიდევ “პისიარ“ ტესტი.

ჩვენ დღეს საბჭოზე გავაჟღერეთ სხვა რეკომენდაციები, რომელიც დაახლოებით 2 კვირის შემდეგ შეიძლება ძალაში შევიდეს. ვერ გეტყვით წინასწარ რა, მაგრამ ეს ყველაფერი ეხება შემოსულ ადამიანთა მეტ მონიტორინგს და მეტ ზედამხედველობას, რათა ინფიცირებული ადამიანების ქვეყანაში შემოსვლის მაქსიმალურად მინიმიზაცია გავაკეთოთ. ან თუ შემოვა, დროულად იდენტიფიცირდეს და იყოს იზოლირებული.

გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, ტურისტული სეზონი იქნება ქვეყანაში, გასაგებია, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე მხრივ მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ ჩვენ მომავალი ეპიდაფეთქებების რისკი“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

ინფორმაციისთვის, დღეიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნა.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები