ფოტო: UNDP/ლელი ბლაგონრავოვა
საზოგადოება
11/11/2022

"ერთად ოზონის შრის დასაცავად" - energynews-ის ჟურნალისტი ნინა სამადაშვილი UNDP-ის კონკურსის გამარჯვებულია

energynews.ge-ს ჟურნალისტი ნინა სამადაშვილი UNDP-ის კონკურსის გამარჯვებულია.

მედია-კონკურსი ოზონის შრის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის (EIEC) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

კონკურსზე წარდგენილ სტატიებსა და ბლოგებში აღწერილია ოზონის შრესთან დაკავშირებული ვითარება და შესაბამისი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა. ნამუშევრებში ხაზგასმულია თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ქცევის წვლილი ჯანსაღი და უსაფრთხო პლანეტისთვის ბრძოლაში.

მედია-კონკურსში გამარჯვებული სტატიები:

კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება გაეროს სახლში გაიმართა. თითოეულმა გამარჯვებულმა 1 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღო ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შესაძენად. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი გარემოსდაცვით ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ნინა სამადაშვილი 2022 წლის თებერვალში გამართული კონკურსის "ჟურნალისტები ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის" გამარჯვებულიცაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები