საზოგადოება
13/07/2020

ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეებს Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines-ი ჩამოიყვანს

ესპანეთიდან საქართველოს მოქალაქეების რეპატრიაციას ავიაკომპანია Wizz Air-ის ნაცვლად Myway Airlines-ი განახორციელებს, ინფორმაციას avianews.ge ავრცელებს.

რატომ განხორციელდა Wizz Air-ის Myway Airlines-ით ჩანაცვლება ამ დროისთვის უცნობია. ავიაკომპანიის ცვლილების შესახებ ცნობილი Myway Airlines-ის განცხადებიდან გახდა. 

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსაყვანად, ფრენა 15 ივლისს განხორციელდება.

თბილისი-ბარსელონა – გაფრენა 11:55; ჩაფრენა 15:00;
ბარსელობა-თბილისი – გამოფრენა 16:00; მოფრენა 22:25;

ავიაბილეთების რეალიზება დღის განმავლობაში დაიწყება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mywayairlines.com

მგზავრობის საფასური ერთ მგზავრზე 199 ევროა.

"საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში, Myway Airlines-ი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს”, აღნიშნულია Myway Airlines-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ პოტენციური მგზავრებისთვის გააკეთა.

საგულისხმოა, რომ 6 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში ივლისის სპეცრეისების განრიგი დასახელდა, სადაც გაცხადდა, რომ ბარსელონა-ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისს Wizz Air-ი განახორციელებდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ  ესპანეთსა და საქართველოს შორის ფრენას Myway Airlines-ი შეასრულებს, თუმცა ამჯერად რეისი თბილისი-ბარსელონა-თბილისი იქნება.

შესაბამისად, განრიგის მიხედვით Wizz Air-ს ივლისში ორი სპეცრესი რჩება:
22 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, პარიზი -ქუთაისი – პარიზი (ბოვე) – ქუთაისი;
28 ივლისი, ავიაკომპანია Wizz Air, ქუთაისი – ათენი – ქუთაისი;

Businesspartner

მთავარი სიახლეები