საზოგადოება
20/07/2021

გაბუნია: მუდმივი შეზღუდვების რესურსი ქვეყანას აღარ აქვს, გამოსავალი ვაქცინაციაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოსავალს ვაქცინაციაში ხედავს, რადგან მუდმივი შეზღუდვების რესურსი ქვეყანას აღარ აქვს, არც ეკონომიკური და არც სოციალური კუთხით.

“ვერ დავუბრუნდებით ისეთი დონის შეზღუდვებს, რაც საშუალებას მოგვცემს ეპიდემია სრულად ვაკონტროლოთ. დღევანდელ პირობებში მნიშვნელოვანია დარჩენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი, რა თქმა უნდა საგანგაშო და საყურადღებოა რეგულაციების დარღვევის ფაქტები. შესაბამისად ეს ორი ფაქტორი, ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა არის უმნიშვნელვანესი.“– აღნიშნავს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, სამოქალაქო პასუხისმგებლობა გაზიარებული უნდა იყოს სამთავრობო სექტორთან ერთად. სხვა შემთხვევაში მუდმივად რთულ მდგომარეობაში ვიქნებით. ასევე რეგიონებში ვაქცინაციის პროგრამა არაპოპულარულია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები