საზოგადოება
05/08/2021

გამყრელიძე: დაწესებულებების უსაფრთხო სტატუსის მინიჭებაზე წინადადებას კიდევ ერთხელ დავაყენებთ

ამირან გამყრელიძემ დაწესებულებების უსაფრთხო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოზე კომენტარი გააკეთა.

“ეს ჩვენ გავაჟღერეთ და გვინდა იყოს ერთგვარი წახალისება, რომ არსებობდეს კორონავირუსისგან დაცული დაწესებულებები, სადაც მომუშავე ადამიანების 70%-80% იქნება ორჯერადად აცრილი. ამ წინადადებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ ერთხელ დააყენებს.”-აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

ამასთან, მისი თქმით, პირბადეებთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციის დაყენება იგეგმება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები