საზოგადოება
13/09/2021

ღონისძიებებზე ტესტირების გარეშე დასწრებას ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი პირებიც შეძლებენ

სხვადასხვა ღონისძიებებს, მაგალითად კონფერენციებს, ტრენინგებს, სპორტულ შეჯიბრებებს და ა.შ. ის პირებიც დაესწრებიან, რომლებმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავიური გადაიტანეს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. 

წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განმარტებით, 6 თვე აითვლება კოვიდის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან 14 დღის შემდეგ. 

არსებული რეგულაციით ღონისძიებებზე დასასწრებად მოქალაქე ვალდებულია წარადგინოს ვაქცინაციის ცნობა, ან  ბოლო  72 საათში ჩატარებული PCR ტესტის, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები