საზოგადოება
20/02/2023

გიდების ასოციაციამ წიგნი "თბილისის გიდი" გამოსცა

გიდების ასოციაციამ წიგნი „თბლისის გიდი“ გამოსცა, რომლის პრეზენტაციაც ხვალ, 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს გაიმართება.

როგორც ასოციაციიდან „ბიზნესპარტნიორს“ აცნობეს, გამოცემა გზამკვლევია დამწყები თუ მოქმედი გიდებისთვის და ამ პროფესიის განვითარებას ემსახურება.

ასოციაციის ცნობით, „თბილისის გიდი“ დედაქალაქის შესახებ თეორიულ მასალას, ტურისტულ მარშრუტებსა და ობიექტებზე ინფორმაციას მოიცავს, ასევე წიგნში საუბარია იმ უნარებზე, რომელიც ტურისტულ გიდს დაეხმარება აითვისოს და დახვეწოს კომპეტენცია.

გზამკვლევი - ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, 2022 წელს გიდების სკოლა „ნიუკასმა“ საქართველოს გიდების ასოციაციასთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

Businesspartner