საზოგადოება
03/07/2020

გიორგი გახარია: სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნაზე ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ

კონტროლი ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან.

გიორგი გახარიას თქმით, კონტროლდება თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობა, იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშრებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ყველაფერი დაკავშირებულიტვირთების გადაზიდვასთან,არის აბსოლუტურად ყველანაირი შეფერხების გარეშე. უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო და გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას, მთელი იმ 72 საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები