საზოგადოება
08/08/2022

GITA-ს მხარდაჭერით ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ბათუმში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკი გაიხსნა.

ბანაკში მონაწილეობს კონკურსით შერჩეული სხვადასხვა საჯარო სკოლის 75 მოსწავლე, რომლებიც STEM მიმართულებით მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე შეირჩნენ.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ 8 დღის განმავლობაში მიიღონ საწყისი ცოდნა ტექნოლოგიებსა და მეწარმეობაში, რაც შემდგომ დაეხმარებათ STEM მიმართულებით კარიერის შერჩევაში.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში იმუშავებენ არდუინოსა და პროგრამირებაზე; მოისმენენ სამეცნიერო-პოპულარულ ლექციებს ხელოვნურ ინტელექტზე, რობოტიკაზე, ასევე ბიოქიმიასა და ასტროფიზიკაზე; გაეცნობიან სამეწარმეო და სტარტაპ მიდგომებს თანამედროვე ტექნოლოგიებში; ჩაატარებენ სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტებს; მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საინჟინრო შეჯიბრებაში. მოსწავლეებს ბანაკში მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯები სრულად უფინანსდებათ.

პროექტი მსოფლიო ბანკის „ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ბაზაზე ხორციელდება. 

 

Businesspartner