საზოგადოება
08/12/2020

გურამ ბაღდოშვილმა სოციალური პროექტი “ხალხი ხალხისთვის“ დაიწყო

შეფმზარეულმა გურამ ბაღდოშვილმა სოციალური პროექტი დაიწყო. „ხალხი ხალხისთვის“ ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შეფმზარეული მოწყვლად ჯგუფებს ცხელი წვნიანით გაუმასპინძლდება.
 
„ამ პანდემიის დროს ჩვენ სრული პერსონალი შევინარჩუნათ. შესაბამისად, გვაქვს საშუალება დაახლოებით 100 ადამიანს გავუმასპინძლდეთ ცხელი წვნიანით. ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს, დავეკონტაქტე სამეგობრო წრეს და მხარში დგომა ვთხოვე. მიხარია, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, ადამიანს, რომელსაც ამის საჭიროება აქვს, შეუძლია ყოველდღიურად მოვიდეს 12-დან 4 საათამდე ჭოროხის 8 ნომერში და ჩვენ მათ სიამოვნებით გავუმასპინძლდებით.“-აღნიშნა რესტორან „ჩვენის“ დამფუძნებელმა.
 
 
 
Businesspartner