საზოგადოება
28/10/2022

ჰელოუინი თბილისთან ახლოს - მისტიური დღესასწაული მწვანე გარემოში "სიდრის კლუბ ბაზალეთში"

29 ოქტომბერს, „სიდრი კლუბი ბაზალეთზე“ ოჯახის წევრებთნ ერთად მისულ სტუმრებს ჰელოუნის დღესასწაულთან დაკავშირებით  სპეციალური პროგრამა ელით.

მოიწყეთ ჰელოუნი თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ და სასიამოვნო გარემოში. იმოგზაურეთ ჯადოსნურ და მისტიკურ სამყაროში არომატული შუშხუნა სიდრის თანხლებით.

 13:00-16:00 დაგეგმილია სპეციალური გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის:

  • ხელნაკეთი ჩანთების მოხატვა Trick or Treat თამაშისთვის
  • სახის მოხატვა
  • სახალისო ფოტო კუთხესთან სამახსოვრო ფოტოების გადაღება
  • ჰელოუინის კოსტუმების შოუ/შეჯიბრი
  • ვიზიტი ადგილზე მოწყობილ ჰელოუინის ბნელ მისტიურ ოთახში

16:00-დან საღამოს გააფორმებს თემატური მუსიკა გოგი გუნიას შესრულებით, მრავალფეროვანი კერძებისა და შუშხუნა, ადგილზე დამზადებული, სიდრის თანხლებით.

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ, ორგანულ, ბუნებრივ და ჯანსაღ საზოგადოებას, ვმართავთ ანალოგიურ საღამოეებს, ეს იქნება წინასაპრემიერო ჩვენება, წიგნის პრეზენტაცია, დღესასწაულები ბავშვებისთვისა და მოზრდილებისთვის თუ სხვა აქტივობა, ვფიქრობ ჰელოუინი სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იქნება განსაკუთრებით პატარებისთვის. მყუდრო და გემოვნებიანი გარემოში,  სიდრთან ერთად  მისტიკაც უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა,“ - აღნიშნავს  „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ დამფუძნებელი  ზაალ ხელაძე.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწამოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში. კლუბის დამფუძნებლები სრულიად იზიარებენ  გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის  გარემოსდაცვითპრინციპები მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას...

 

გასართობი პროგრამის ღირებულება ერთი ბავშვისთვის - 20 ლარი. დასწრების შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაგვიკავშირდეთ მაგიდის დასაჯავშნად ნომერზე + 995 599 14 24 11

Businesspartner