საზოგადოება
16/07/2021

ილიაუნისა და NTI Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უმსხვილეს ესპანურ პროექტისა და მშენებლობის მენეჯმენტის კომპანია NTI Georgia- ს შორის თანანმშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანმა, დიმიტრი ჯაფარიძემ და NTI Georgia- ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში NTI Georgia მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროგრამულ თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში და ამასთან, მისივე ორგანიზებულ თემატურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვევს უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. კომპანია ჩაერთვება არქიტექტურის, მშენებლობისა და სამოქალაქო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე სტუდენტების კარიერული წინსვლის განვითარების პროცესშიც.

„ჩვენი კომპანია NTI, რომელიც ბარსელონაშია დაფუძნებული, ისეთ მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა: პროექტები მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით, განსაკითრებით სამოქალაქო და ინდუსტრიული მშენებლობა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ველით ორმხრივ სარგებელს. ჩვენ საქართველოში ცვდილობთ დავამკვროთ ესპანური სტანდარტი.“–განაცხადა ნოგალეს ტრიგეროს ივანმა, NTI Georgia- ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანის თქმით, კომპანია წარმოადგენს უპირობო ლიდერს სამოქალაქო ინჟინერიის, არქიტექტურის სფეროში, რომელიც ფართო მომსახურებას უწევს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებს.

„მემორანდუმი და ეს ურთიერთობა ითვალისწინებს ერთი მხრივ კომპანიის გამოცდილების გაზიარებას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებთან, საკვალიფიკაციო ნაშრომებთან, პრაქტიკულ პროექტებთან მიმართებით, საშუალება გვექნება რომ ინდუსტრიის გამოცდილება, ბოლო ტენდენციები ავსახოთ პირველ ყოვლისა ჩვენ სასწავლო კურიკულუმებში, მათ საკითხთა ნუსხაში, შინაარსში და მეორე მხრივ ასევე იმ კვლევით საქმიანობაში, რომელიც მიმდინარეობს ტექნოლოგიის სკოლაში. თავად უნივერსიტეტი, ჩვენი კურსდამთავრებულები ხელს შეუწყობენ კომპანიის წარმატებას, მის საქმიანობას უშუალოდ დასაქმების ბაზარზე ჩართვის თვალსაზრისით.“ - განაცხადა, დიმიტრი ჯაფარიძემ.

ამასთან, ილიაუნის პროფესორმა საინჟინრო მიმართულებით, ვახტან ბალავაძემ განაცხადა, რომ სამოქალაქო ინჟინერიის და აქრტიტექტორის პროგრამებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად დამსაქმებლების და განსაკუთრებით ევროპელი კოლეგების ჩართულობა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ჯერ კიდევ პოსტ საბჭოთა საინჟინრო სკოლის ნაწილია.

„ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და აქ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს განათლების დაწესებულებებმა. სასურველია რომ სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე, ევროპული საინჟინრო განათლება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში კერძო სექტორის, დამსაქმებლების ჩართულობა, განსაკუთრებით იმ კომპანიების, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება ევროპულ ბაზარზე მუშაობის“- განაცხადა ვახტან ბალავაძემ.

ინფორმაციისთვის, NTI P&C აერთიანებს მაღალკვალიფიციურ კადრებს: სამოქალაქო ინჟინრებს, სამრეწველო ინჟინრებს, საზოგადოებრივი სამუშაოების ინჟინრებს, გარემოს დაცვის ექსპერტებს, სპეციალისტებს განახლებადი ენერგიის მიმართულებით და სხვა. კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში - დასავლეთ ევროპაში, ლათინურ ამერიკაში და ჩრდილოეთ ამერიკაში.

 

 

Businesspartner