საზოგადოება
25/02/2021

"ილონ მასკი მარსზე ხალხის დასახლებას აპირებს და საქართველოში ვაქცინის ჩამოტანა რა გახდა"

კერძო სექტორის ნაწილისთვის გაუგებარია, რატომ გადაიდო საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყება.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ეს ქვეყნის ეკონომიკასა და ზოგადად, ბიზნესს კიდევ უფრო დიდ დარტყმას აყენებს.

„წარმოუდგენელია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გამოდიოდეს და ამბობდეს, იმედია, მარტის დასაწყისში მაინც შემოვა ვაქცინაო. ილონ მასკი მარსზე ხალხის დასახლებას აპირებს, საქართველოში ვაქცინის ჩამოტანა რა გახდა? მით უმეტეს, სადაც აფრიკის ქვეყნებმა შეძლეს ამ პროცესის განხორციელება. უბრალოდ ვერ ვგებულობ, რაზე ფიქრობენ ეს ადამიანები?!“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, სარესტორნო ბიზნესს და არა მარტო, მთავრობისგან მოქმედების ზუსტი გეგმა სჭირდება.

„ამ შემთხვევაში ბიზნესი იფიქრებს, გახსნას თუ არა მისი ობიექტი, შეძლებს თუ არა ახალი ინვესტიციების განხორციელებას, ხალხის დასაქმებას. არასწორი მიდგომაა, როდესაც მომავლის პერსპექტივა არ ვიცით. ეს უნდა გამოსწორდეს“,- ამბობს რესტორატორი.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გუშინ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer ვაქცინას მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები