საზოგადოება
01/12/2021

Inter Rao-სთან დავაზე არბიტრაჟის გადაწყვეტილება საქართველომ სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრა

რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან დავა გრძელდება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ იუსტიციის სამინისტრომ განუცხადა.

„სტოკჰოლმის არბიტრაჟმა გადაწყვეტილება 2021 წლის 19 აპრილს მიიღო, რომლის მიხედვითაც „ინტერ რაოს“ ეკუთვნოდა გარკვეული კომპენსაცია. „ინტერ-რაო“ ითხოვდა კომპენსაციას 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა და 2021 წლის 23 ნოემბერს კომპენსაციის ოდენობად განისაზღვრა 80,5 მილიონი აშშ დოლარი.

სახელმწიფო ახლაც მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული და ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი; შესაბამისად საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება და მიუხედავად მისი შედეგისა, ცხადია, ეს გავლენას არ მოახდენს მოსახლეობის ტარიფებზე“, - განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში .

შეგახსენებთ, რომ საარბიტრაჟო დავა Inter Rao-სთან 2017 წლიდან მიმდინარეობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები