საზოგადოება
22/06/2022

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს 5 ათასი IT სპეციალისტი უნდა გადავამზადოთ

სახლმწიფო მიმდინარე წელს IT სპეციალისტების გადამზადების პროგრამის ფარგლებში 5 ათასი ადამიანის გადამზადებას გეგმავს.

ამის შესახებ საპარლამენტო გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. პრემიერმა აქვე სახელმწიფოს მხრიდან სტარტაპების დაფინანსებაზე ისაუბრა. 

"მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ პროექტი და ქართულ სტარტაპებში დღემდე 26 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩავდეთ. შარშან 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდეს ამ სტარტაპერებმა. ეს არის რეალური შედეგი, როდესაც ბიზნესს და სტარტაპს სახელმწიფო სწორად ეხმარება. ვახორციელებთ უპრეცედენტო გადამზადების პროგრამეწყბს IT მიმართულებით. ახლა 3 ათასი პროფესიონალის გადამზადება მიმდინარეობს და წელს გვინდა, რომ 5 ათასი IT სპეციალისტის გადამზადება დავიწყოთ. აქ მასშტაბები კიდევ უფრო მეტად უნდა გავზარდოთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

Businesspartner