საზოგადოება
29/06/2021

ირაკლი ხმალაძე: მერიის სერვისცენტრები ადაპტირდა შშმ პირებისთვის

ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა მერიის ყველა სერვისცენტრის რეაბილიტაცია და მოხდა მათი ადაპტირება შშმ პირებისთვის.

მისივე თქმით, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით, ამოქმედდა ელექტრონული პლატფორმები, სადაც მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ყველა ტიპის მუნიციპალური სერვისით სარგებლობა. ესენია: my.municipal.gov.ge, ms.gov.ge; taxi.tbilisi.gov.ge; parking.tbilisi.gov.ge

„წლების განმავლობაში ადამიანები უნდა მისულიყვნენ მერიაში, წერილი დაეწერათ მერის ან ვიცე-მერის სახელზე, რის შემდეგაც მიუვიდოდათ პასუხი. ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, მოქალაქეს აღარ უწევს მერიაში მოსვლა. მას შეუძლია, თავისივე რაიონში მიბრძანდეს გამგეობაში, სადაც მაღალ დონეზეა მოწყობილი მუნიციპალური სერვისები და ყველა ის სერვისი, რომელსაც მერიაში იღებდა, თავისივე გამგეობაში მიიღოს. ჩვენ ვგეგმავთ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, ვიცე-მერმა ისაუბრა კიდევ ერთ რეფორმაზე, რომლის ფარგლებში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა. მისივე თქმით, აღნიშნულ სამსახურში დაინერგა მართვის ეფექტიანი სისტემა და გაიზარდა ჯარიმები სხვადასხვა ტიპის სამსართალდარღვევაზე, რის შედეგადაც, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალური ინსპექციის მიერ 18 ათასამდე სამართალდარღვევა გამოვლინდა. მათზე რეაგირების შედეგად დაკისრებული ჯარიმების ოდენობა 78 მლნ–ს შეადგენს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები