საზოგადოება
02/07/2020

ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე - აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა

თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა - გრძელდება.

2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი - ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის - „აქ.ახლა - ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე - თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები