საზოგადოება
17/11/2020

კახა გოგოლაშვილი: დროა, აშშ-მა რეგიონში დასაყრდენად საქართველო განიხილოს

„რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, კახა გოგოლაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ იმ მთავარ აქცენტებზე საუბრობს, რომელიც ქართული მხარის წარმომადგენლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას უნდა დასვან.

„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეერთებული შტატებიდან მეტი ინვესტიცია, მეტი ინოვაციები გვსურს. გვინდა მეტი ახალი ტექნოლოგიური მიღწევები და საქართველოში მათი დანერგვა. შესაბამისად, გვინდა მეტი ამერიკელი ინვესტორი, რომელიც ჩვენთან ამას განახორციელებენ. თუ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვექნება, ეს სრულიად შესაძლებელია.

საერთოდ, დროა, რომ აშშ-მა ამ რეგიონში დასაყრდენად საქართველო განიხილოს. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გარანტირებულად პრო-დასავლურ კურსს ატარებს. ჩვენ ასევე პატვს ვცემთ ყველანაირ საერთაშორისო მრავალმხრივ ეკონომიკურ ვალდებულებებსა და ხელშეკრულებებს. ასე რომ, ჩვენ ამ თვალსაზრისით მათთვის კარგი პარტნიორი ვიქნებით“,- აღნიშნა გოგოლაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები