საზოგადოება
22/02/2021

კახა კახიშვილი: ზამთრის კურორტებზე საბაგიროს გარეშე სასტუმროს გახსნის აზრს ვერ ვხედავ

დეპუტატის კახა კახიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტებზე საბაგროების გარეშე სასტუმროების გახნა ალოგიკურია.

„გრადაცია ჩემი აზრით ცოტა უაზროა. ყაზბეგში, რომელიც სათხილამურო კურორტს არ მიეკუთვნება, სასტუმრო მუშაობს, ამ დროს ბაკურიანის, გოდერძის, გუდაურის, მესტიის კურორტები, რომლებიც სათხილამურო კურორტებია, დაკეტილია. მართლა გაუგებარია, ყაზბეგში კოვიდი არ არის, და იქ არის კოვიდი?

ამასთან, თუ დღეს ვსაუბრობთ, რომ შესაძლებელია გაიხსნას კურორტებზე სასტუმროები, მაგრამ არ ამოქმედდება სათხილამურო ტრასები, ლოგიკა სად არის?!

ადამიანები ამ კურორტებზე იმ მიზნით ჩადიან, რომ სათხილამურო ტრასებით ისარგებლონ. ასევე, ამ პირობებში როდესაც ადამიანებს კრედიტი აქვთ აღებული და თქვენ იცით, არ არის ისეთი ფუფუნება მაინცდამაინც, საქართველოში თოვლი მოდიოდეს და ეს კურორტები მიმზიდველი იყოს. ახლა არის თოვლი და ახლა არის დრო.

არ შეიძლება, რომ მათ შევუქმნათ პირობები? ამ ადამიანებმა ცოტა მაინც ამოისუნთქონ ერთი მხრივ და ის ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ, რის წინაშეც დგანან. მეორე, საქართველოს მოსახლეობას, რომელიც 1 წელია დათრგუნულია, ხალისი მიეცემა და სპორტული ცხოვრებით მაინც იცხოვრებს“,- განაცხადა კახა კახიშვილმა რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა უნდა გამოუცხადონ.  

შეგახსენებთ, რომ ზამთრის კურორტებზე სასტუმროების გახსნის შესაძლებლობაზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამოსვლისას შაბათს ისაუბრა.

მანვე აღნიშნა, რომ საბაგიროების ამუშავება არ იგეგმება.