საზოგადოება
13/09/2021

კახა კალაძე: 2022 წელს 200 ერთეულ, 18 მეტრიან ავტობუსს შემოვიყვანთ

თბილისის მერია დამატებით 180 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. 2022 წელს კი, კიდევ 200 ერთეულ 18 მეტრიან ავტობუსს შეიძენს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

“ყვითელ ავტობუსებს ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. დავიწყეთ მათი ჩანაცვლება-განახლების პროცესი. დღეს პარკი მთლიანად განახლებულია, თუმცა ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. გვინდა დამატებით 180 ერთეული, 8 მეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ყველაზე კომფორტული, ყველასათვის ხელმისაწვდომი ყველა რაიონში, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, გვაქვს ისეთი ქუჩები სადაც ლოდინი დრო 30-40 წუთია. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გვინდა 7 წუთამდე დავიყვანოთ მოცდის დრო“,- აღნიშნა კახა კალაძემ.  

გარდა ამისა, კახა კალაძის თქმით, წლის ბოლომდე ყვითელი მიკროავტობუსები მთლიანად ჩანაცვლება. 

“ვპირდები დედაქალაქის მოსახლეობას, წლის ბოლომდე არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იქნება მხოლოდ განახლებული, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა მიკროავტობუსები, რომლებიც მოემსახურება თბილისის მოსახლეობას“,- აცხადებს თბილისის მერი. 

 

Businesspartner