საზოგადოება
29/06/2021

კახა კალაძე: გარე განათების შეცვლაზე ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი იხარჯება

კახა კალაძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს ბიუჯეტმა  ქალაქში განათებების შეცვლაზე 23 მლნ ლარი უნდა დახარჯოს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიჯეტიდან არცერთი თეთრი იხარჯება ამ მიმართულებით. გამარჯვებულ კომპანიას ექნება ვალდებულება მოიზიდოს თანხები და უზრუნველყოს სანათების ჩანაცვლება და შემდეგ ის დაზოგილი თანხები, რომელსაც ყოვლწლიურად ვხარჯავთ და ვიხდით ელექტროენერგიის მოხმარებაში, მიმართული იქნება ამ კონკრეტულ კომპანიაში.

ვიცე-მერის განცხადებით, ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სხვადასხვა ტიპის პროექტისთვის შემუშავდა ეკონომიკურად გამართული მოდელი, რომელშიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.

„მეტწილად კერძო ინვესტიციებით განხორცილედება ეს პროექტები. ასეთია, თბილისის გარე განათების პროექტი, რომლის ინვესტიციაც 100 მლნ-ია. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტს გარეგანათების სექტორისთვის 70%-იანი ეკონომიის პოტენციალი გააჩნია,“ – ამბობს ირაკლი ხმალაძე.

 

Businesspartner