საზოგადოება
16/09/2021

კახა კალაძე: თბილისში 15 ახალი პარკი მოეწყობა, დაირგვება 300 000 მწვანე ნარგავი

თბილისში 15 ახალი პარკი მოეწყობა, დაირგვება მინიმუმ 300 000 მწვანე ნარგავი. 

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარალელურად მიმდინარეობს ფიჭვების ჩანაცვლების პროგრამა. 

“ფიჭვების ძალიან დიდი ნაწილი დაავადებული და გამხმარია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, 200 ჰა-ზე გაშენდება თბილისის ტყე. 

გარდა ამისა, დაიწყება საცხოვრებელი კორპუსების ეზოების გამწვანება. 

“შემოგვაქვს ახალი საინტერესო პროგრამა, სადაც კონკრეტულ უბნებში, კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მხრიდან წახალისდებიან, რომ მათ საკუთარ ეზოებში და მოსასვენებელ სკვერებში თვითონვე მოაწყონ და განაახლონ ეს სივრცეები ახალი ხე-მცენარეებით“,- განაცხადა კახა კალაძემ.  

Businesspartner