საზოგადოება
28/07/2020

"ქართული ღვინის გილდიამ“ პროფესიული გადამზადების პროგრამებზე აკრედიტაცია მიიღო

„ქართული ღვინის გილდიას“ პროფესიული გადამზადების პროგრამებზე აკრედიტაცია მიენიჭა. აკრედიტაცია ორგანიზაციამ „ღვინის წარმოების ქართული ტრადიციული ტექნოლოგიების“ და „ღვინისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციის“ პროგრამებზე მიიღო.

პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატები გაიცემა. პროგრამები 4-6 თვიანია და როგორც თეორიულ სწავლებას, ისე პრაქტიკულ ნაწილსაც მოცავს.

„ქართული ღვინის გილდიამ“ მსმენელთა ინტერესებიდან გამომდინარე განათლებისსამინისტროში „პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსების ქვეპროგრამის“ მიზნობრივი პროგრამული დაფინანსების მიღების მიზნით შესაბამისი განაცხადებიც წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სასწავლო პროცესი „ქართული ღვინის გილდიის“ შენობა-ნაგებობებში, თბილისსა და კახეთში გაიმართება. ამასთან, გილდია სხვადასხვა რეგიონში ვენახებსაც ფლობს, სადაც პროგრამის მონაწილეებს პრაქტიკული განათლების მიღება შეეძლებათ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები