საზოგადოება
16/06/2020

ქართველი მეზღვაურებისთვის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურა მარტივდება

ქართველი მეზღვაურებისთვის ქვეყანაში დაბრუნების პროცედურა გამარტივდება, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, მეზღვაურები დაბალი რისკის მქონე პირებია, მათ პანდემიის გამო ნაპირთან კონტაქტი შეზღუდული აქვთ.
 
მისივე განმარტებით, გამარტივებული პროცედურა არ გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების შერბილებას.
 
„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეის მდგომარეობით 600-ზე მეტ მეზღვაურს გაუწია დახმარება. ჩვენ ავამოქმედეთ „მწვანე კორიდორები“ სხვადასხვა ქვეყანასთან მეზღვაურთა დროული დაბრუნებისთვის“ - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
მისი თქმით, ქართველი მეზღვაურების როტაციის პროცესის სტიმულირების მიზნით რამდენიმე გემი სრულიად გათავისუფლდა საქართველოს პორტებში შემოსვლისთვის დაწესებული საფასურისგან, როდესაც მათი შემოსვლის მიზანი მხოლოდ ეკიპაჟის შეცვლა იყო.
Businesspartner