საზოგადოება
20/11/2020

ქაუგილი აშშ-თან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე: საკითხი ისევ აქტუალურია

საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი მაიკლ ქაუგილი მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრამვებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაა. 

„კორონა ვირუსის გლობალურ პანდემიამდე ჩვენ საქართელოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე მუშაობას ვიწყებდით. ეს საკითხი ისევ აქტუალურია. მას კვლავ მივუბრუნდებით. ეს მხოლოდ ბიზნესის პოზიცია არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ეს ასევე დაეხმარება მთავრობის წარმომადგენლებს", - ამბობს ქაუგილი.

ის ამავდროულად მთავრობას მოუწოდებს, მეტი დრო დაუთმონ შტატებში ვიზიტს.

"ყოველთვის ვურჩევ საქართველოს მთავრობას, რომ მეტი დრო დაუთმოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს“,- განაცხადა ქაუგილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები