საზოგადოება
28/11/2022

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების თანხა, ორმაგდება და 2 000 ლარი იქნება

კერძო სექტორში დასაქმებულთათვის დეკრეტული შვებულების თანხა ორმაგდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გადაწყვეტილება 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების თანხა, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება.

მისივე თქმით, დეკრეტული შვებულებების საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო.

„გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში გავაორმაგოთ დახმარება. მსგავსი რამ მოხდა სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner