საზოგადოება
17/07/2020

ხობში კინოთეატრის ადგილას მრავალფუნქციური სპორტდარბაზი მოეწყობა

ხობში ყოფილი კინოთეატრი „თუთარჩელას“ ადგილას მრავალფუნქციური სპორტდარბაზი მოეწყობა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ₾2.524 მლნ-იანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული შენობის პირველ სართულზე - ვესტიბიულის, კიბის უჯრედების, კრივის რინგის, საჭიდაო მოედნის, საბილიარდოს, სწრაფი კვების, ბავშვთა გასართობი 3D ოთახის, გასახდელების, საშხაპეების, სან. კვანძების, ადმინისტრაციის, ინვენტარის, სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და დამლაგებლის ოთახების განთავსება; მეორე სართულზე განთავსდება საკონფერენციო, ჭადრაკის, ფიტნესის და მკლავჭიდის დარბაზები, ჰოლი, გასახდელები, საშხაპეები, სან. კვანძები, მწვრთნელისა და დამლაგებლის ოთახები.

ანტრესოლში მოეწყობა ტრიბუნები და ლოჟა კრივის დარბაზისთვის.

სარდაფის სართულზე განთავსდება კიბის უჯრედი, საუნა და კარატის დარბაზი სან. კვანძებით, გასახდელებითა და საშხაპეებით. შენობის შიგა ეზოში იგეგმება ე.წ. ამფითეატრის გადახურვა ფერმით, სადაც მოეწყობა კრივის დარბაზი.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებს.

ტენდერისთვის განაცხადების მიღება 6 აგვისტოს დაიწყება და 10 აგვისტოს დასრულდება.

Businesspartner