საზოგადოება
01/09/2021

ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ისაუბრა.

მერის თქმით, საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება, სადაც უხვი ნალექის დროს ხდება დატბორვა და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.

“პროექტის ფარგლებში 330 გრძივ მეტრზე ახალი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. დაგეგმილი სამუშაოების გამო, ხვალიდან მირიან მეფის ქუჩაზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება და ეს შეზღუდვები ეტაპობრივად სხვადახხვა მონაკვეთში გაგრძელდება.

ამ პროექტის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან თავიდან ავიცილოთ ბოლო თვეების განმავლობაში უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემები. აღნიშნულ სამუშაოებში 1.2 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე არის სხვა ქუჩები, მათ შორის დიღმის დაჩები, სადაც წვიმის დროს ხევები ივსება და წყალი სახლებში ვარდება,” - აცხადებს კახა კალაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები