საზოგადოება
02/06/2021

კობა გვენეტაძე გადადგომის მოთხოვნაზე: ვასრულებ ჩემს მოვალეობას, დანარჩენი კანონის გადასაწყვეტია

იაგო ხვიჩიას კითხვას თუ რა პირობები უნდა დადგეს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თავისი ნებით გადადგეს, კობა გვენეტაძე პასუხობს რომ ის ხშირად არაპოპულარულ და არაპოპულისტურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა თავის მოვალეობას კანონის ფარგლებში ასრულებს.

“არ ვფიქრობ, რომ რაიმე პირობები უნდა დადგეს, ვასრულებ ჩემს მოვალეობას და დანარჩენი კანონის გადასაწყვეტია.

ეროვნულმა ბანკმა, ორგანიზაციამ რომელსაც ვხელმძღვანელობ გაატარა სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ყველა იმ ორგანიზაციების მიერ, რომელსაც აქვს ექსპერტიზა ამ მიმართულებით, საერთაშორისო თუ კერძო შემფასებლების, როგორიცაა სარეიტინგო კომპანიები, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვამი საქმე. აქედან გამომდინარე, ამ გუნდის მიერ გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა რეფორმები განგვეხორციელებინა, და კიდევ უფრო მეტი შეგედები გვექნებოდა, რომ არა პანდემია. ამ პირობებშიც კი, როდესაც მოხდა ეკონომიკის დიდი ვარდნა, ფინანსურმა სისტემამ გაუძლო ამ ზეწოლას და შეასრულა თავისი ფუნქციები,” - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

გვენეტაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის ასრულებს და შეასრულებს თავის მოვალეობას. მაკროეკონომიკური, მონეტარული, ფინანსური და სავალუტო პოლიტიკის გატარებით ეროვნულმა ბანკმა შეძლო დროის მოკლე პერიოდში დიდი დახმარების მიღება, რომელმაც მოსახლეობას საშუალება მისცა გაეძლო.

Businesspartner