საზოგადოება
22/01/2021

კომენდანტის საათი 1-ელ მარტამდე ძალაში რჩება

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ძალაში დარჩება.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქალაქში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუშაობას იწყებს მუნიციპალური ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, სკოლები, მობილობის დაკომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში დღეს არსებული შეზღუდვები მხოლოდ შაბათ-კვირას გაგრძელდება.

„ყველა ამ ქალაქში, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები ისევ დისტანციურ რეჟიმში იქნებიან“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

Businesspartner