საზოგადოება
14/11/2022

ქონების გადასახადის გადახდის ვადა ხვალ იწურება - დეკლარაცია 330 672-მა ფიზიკურმა პირმა წარადგინა

15 ნოემბერი ქონების გადასახადის გადახდის ვადა ხვალ იწურება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 15 ნოემბერს, ღამის 12:00 საათზე იწურება საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონებაზე/მიწაზე და საწარმო/ორგანიზაციის მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა.

დღეის მონაცემებით, 330,672 ფიზიკურმა პირმა უკვე წარადგინა 2022 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადების გადახდისას, მიუხედავად ტერიტორიული ერთეულისა და გადასახადების ქვესახეობისა, მათ შორის ფიზიკური პირის ქონებაზე წლიური გადასახადის გადახდისას, საკმარისია მხოლოდ ერთიანი სახაზინო კოდის - 10 100 1000 მითითება (საგადასახადო დავალებაში არ აღინიშნება გადასახადის განმსაზღვრელი სხვა კოდი).

Businesspartner

მთავარი სიახლეები