საზოგადოება
29/09/2020

კონკურენციის სააგენტოს მმართველი საბჭოს ამოქმედება 2023 წლამდე გადავადდება

კონკურენციის სააგენტოს მმართველი საბჭოს ამოქმედება 2023 წლის პირველ იანვრამდე გადავადდება, - მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

პარლამენტში უკვე წარდგენილია ცვლილებები, რომლის მიხედვით, სააგენტოში 5 კაციანი საბჭოს დაკომპლექტების თარიღი გადაიწევს, 2021 წლის ივნისიდან, 2023 წლის 1 იანვრამდე. შედეგად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა საბიუჯეტო რესურსი, რომელიც 2021 წელს უნდა მიმართულიყო საბჭოს წევრების ანაზღაურებისა და სხვა ხარჯებისთვის გამოიყენოს COVID-19-ის პრევენციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში.

ახალი საბჭოს დაკომპლექტებისთვის სააგენტოს 2021 წლის ბიუჯეტი 416 600 ლარით უნდა გაზრდილიყო.

შეგახსენებთ, „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებებით სხვა მნიშვნელოვან დებულებებთან ერთად შეიცვალა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ, იქმნება საბჭო 5 წევრის შემადგენლობით. საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამეტი 5 წლის ვადით.

Businesspartner